ლოს-ანჯელესში, ფლაია დელ რეიდან, არგონავტების გზით ნანას სახელოსნოში მივდივართ. ნანა-ნანუკა ჩიჩუას გზა ამერიკამდე, შემდეგ კალიფორნიის ხელოვნების აკადემიამდე და საკუთარ სახელოსნომდე, კლასიკურად რთული, თუმცა მრავალფროვანი და ეკლექტურია - ზუსტად ისე, როგორც მისი ხელოვნება.