გასული კვირის ევროპარლამენტის არჩევნებსა და საფრანგეთსა და გერმანიაში ულტრა-მემარჯვენეების წარმატებას მოჰყვა საუბარი იმაზე, ადგილი აქვს თუ არა ევროპაში პოლიტიკური ცენტრის მარჯვნივ გადახრას. რას ნიშნავს რადიკალი მემარჯვენეების წარმატება ევროპისთვის ? ანი ჩხიკვაძის სიუჟეტში.
ნატოს "ბუქარესტის ცხრა" ქვეყნის სამიტზე იმსჯელეს უკრაინის დახმარებაში კოორდინირებული მიდგომის აუცილებლობაზე, მათი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებაზე და მიმდინარე სამზადისზე ალიანსის გაფართოებული სამიტისთვის, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.
ამერიკულ ავიამზიდებს პრეზიდენტების, ვერტმფრენებს ფრინველებისა და მკვიდრი ამერიკელების, რაკეტების ნაწილს გველების, ხოლო ტანკებს გენერლების სახელები ჰქვიათ - რის მიხედვით ხდება ამერიკაში საბრძოლო ტექნიკისთვის სახელების დარქმევა და როგორია ტრადიცია?
აშშ-ის კონსტიტუციაში 158 წლის წინ შეტანილი შესწორების საფუძველზე, სხვა რამდენიმე შტატის მსგავსად, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის ბიულეტენზე არ უნდა იყოს. ახლა, ისტორიული მნიშვნელობის საქმეზე, ქვეყნის უზენაესი სასამართლო მსჯელობს.
მრავალწლიანი კონფლიქტის კვალდაკვალ, ისრაელი, წლიდან წლამდე, სახელმწიფოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობს. „რკინის გუმბათი“ მისი თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის დახმარებით, 2011 წლიდან დღემდე, ისრაელმა არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
კასეტური ბომბი ერთგვარი გადამტანი ჭურვია, რომლის შიგნითაც ასობით პატარა ასაფეთქებელია მოთავსებული. კასეტური ბომბით ეფექტური იერიშის მიტანა შესაძლებელია რამდენიმე ფეხბურთის სტადიონის ზომის ტერიტორიაზე.
სიცხე ამერიკაში გაცილებით მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ქარიშხალი და წყალდიდობა, ერთად აღებული. ექსტრემალური სიცხის სარეკორდო მაჩვენებლებია წელს სამხრეთ ევროპაში, ირანში და ჩინეთშიც. მთავრობა მოსახლეობას სასიცოცხლო რისკებზე აფრთხილებს, სპეციალისტები კი მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ.
„ვაგნერის“ სახელით ცნობილი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ბოლო დროს მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მით უმეტეს, რუსეთში ხანმოკლე, შეიარაღებული ამბოხის შემდეგ. კრემლის არაოფიციალური სამხედო ძალის მომავალი გაურკვეველი რჩება.
შვედეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულად ძლიერ წყალქვეშა ფლოტს ფლობს საკუთარ შესაძლებლობებს აფართოებს და 2027 წლიდან ახალი "გოტლანდ ეი26“ ტიპის წყალქვეშა გემების გამოყენების დაწყებას აანონსებს.
2030-იან წლებში ამერიკა ავსტრალიას "ვირჯინიის" კლასის ბირთვულ გემებს გადასცემს. რას ნიშნავს ბირთვული გემები ბირთვული შეიარაღების გარეშე?
რა არის საჭირო ამერიკული „შავი ქორის“ ფრენისთვის? - მონდომება, უნარები, ამბობს ამერიკელი მფრინავი ქალი ჯენიფერ გოლტონი. „შავი ქორი“ (UH 60 Black Hawk) აშშ-ის არმიის მრავალფუნქციური ვერტმფრენია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, სამედიცინო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ვრცლად გიყვებით ვიდეოში.
მეტის ჩატვირთვა