ევროპის სამხრეთში ექსტრემალური სიცხის ტალღები გრძელდება. ხანძრები მძვინვარებს ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნებში, მათ შორის საბერძნეთში და იტალიაში.
უკრაინელთა ნაწილს კახოვკის კაშხლის დანგრევიდან ერთი თვის შემდეგ, ისევ დანგრეულ სახლებში უწევს ცხოვრება. რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფლებში ბევრგან ქუჩები და სახლები ისევ დატბორილია, ან ტალახითაა სავსე. მოსახლეობა წყლის და სხვა მინიმალური საარსებო საშუალებების დეფიციტთან გამკლავებას ცდილობს.
4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ტრადიციულად ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ამერიკის დედაქალაქიდან.
ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღლუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში მყოფმა უკრაინელმა იმიგრანტებმა. ამ ფორმით უკრაინულმა დიასპორამ ამერიკელი ხალხისადმი მადლიერება გამოხატა.
247 წელი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან. 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს.
ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ინდოელი კოლეგის ნარენდრა მოდის პატივსაცემად, სახელმწიფო ვახშამი გამართა. მსგავსი საზეიმო წვეულება ვაშინგტონში მხოლოდ უმაღლესი დონის სტუმრების დასახვედრად იმართება. ეს ჯო ბაიდენის რიგით მე-3 სახელმწიფო ვახშამია, საფრანგეთის და სამხრეთ კორეის ლიდერების მიღების შემდეგ.
ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, ფილადელფიის ჩათვლით, ამერიკის აღმოსავლეთში დიდი თუ პატარა ქალაქები მოყვითალო კვამლშია ჩაძირული. კანადის ველურ ბუნებაში გაჩენილი ხანძრების კვამლი ამერიკაში, ვერმონტის შტატიდან სამხრეთ კაროლინამდეა გადაჭიმული და მას კონტინენტის შუაგულში, ოჰაიოს და კანზასის შტატებშიც კი ელიან.
უკრაინაში მიმდინარე ომში დღეში საშუალოდ თითო ბავშვი იღუპება. გაეროს აპრილის მონაცემებით, 500-ზე მეტი ბავშვია მოკლული, 1 000-მდე კი - დაშავებული. თუმცა, ვარუდობენ, რომ ადგილზე რეალური მონაცემები გაცილებით მეტი იქნება. ქვეყანა 18 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა, აქედან დაახლოებით ნახევარი ბავშვია.
26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკაში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს დროშის ფერებით, ხიდი ვაშინგტონის მერიის ინიციატივით განათდა.
ჩამოწოლილი მეწყრის გამო, შვეიცარიის სოფელ ბრიენცში მთელი მოსახლეობის სრულად ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. მომცრო სოფელში სულ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს.
ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში მეფე ჩარლზ III მეფედ აკურთხეს. კორონაციის ცერემონია ბრიტანეთში ბოლო 70 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური იყო. ცერემონიის ფონზე საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომელზეც ეკავათ ტრანსპარანტები: "ის ჩემი მეფე არ არის". კორონაცია გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდა.
მეტის ჩატვირთვა