მომიტინგე ქალები იჭრიან თმებს და წვავენ ჰიჯაბებს და სხვა თავსაბურავს... სირიელი ქურთი ქალები ირანის მორალის პოლიციაში დაკავებული ახალგაზრდა ქურთი ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს აპროტესტებენ. ფოტოები ქ. ქამიშლიშია გადაღებული. საპროტესტო აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.
მას შემდეგ რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოქალაქეთა ნაწილი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. განსაკუთრებით პოპულარულია, მიმართულებები თურქეთის, სომხეთის და საქართველოს მიმართულებით. თუმცა ირკვევა, რომ რიგებია რუსეთ-ფინეთის საზღვარზეც. გთავაზობთ რეპორტაჟს საზღვრიდან.
დედოფალ ელისაბედის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან პარლამენტში გადაასვენეს. ქუჩაში გამოსული ათასობით ბრიტანელი მონარქს ემშვიდობება. 14 სექტემბერი, 2022 წ.
პაკისტანში წყალდიდობამ 1000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ასობით ბავშვია. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთი ძლიერი წვიმები ქვეყანაში ბოლო 30 წელი არ ყოფილა. დაზარალებულთა რიცხვი მილიონზე მეტია.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2022“ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებში 22 ქვეყნის 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. 6 წლიანი ისტორიის მანძილზე, წვრთნებში იაპონელი და შვედი სამხედროებიც მონაწილეობენ
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. ოკუპაციის პროცესი მას შემდეგ გრძელდება. წელს აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება. გთავაზობთ სააგენტო „როიტერის“ ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ სურათებს. #ამერიკისხმა
26 ივლისს ფილიპინებში 7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Მასშტაბური ნგრევის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები. ფოტოები მიწისძვრიდან რამდენიმე საათშია გადაღებული.
უკრაინაში ომის 5 თვის განმავლობაში რუსეთი, დაუნდობლად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს. კადრზე აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიები “როიტერის” ფოტოგრაფების რეპორტაჟში.
სტამბოლში უკრაინამ და რუსეთმა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, ეტაპობრივი მნიშვნელობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ის უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს განაახლებს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამწვავებულ, საერთაშორისო სასურსათო კრიზისს შეამსუბუქებს.
მეტის ჩატვირთვა