მორის საბაშვილი 23 წლის იყო, როცა ავღანეთში, ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა. მანამდე მას უკვე ნაბრძოლი ჰქონდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში და ერაყში. კაპრალი საბაშვილი, ახლა რეაბილიტაციის კურსს შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს, ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადის.
11 სექტემბერს, ამერიკის წინააღმდეგ განხორციელებული საზარელი ტერაქტიდან 20 წელი გავა. თვითმფრინავებით განხორციელებულ თავდასხმას, ნიუ-იორკში, შნეკსვილსა და არლინგტონში 3000 - მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი დაშავდა.
ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვაქცინებმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. "ვაქცინების ზემოქმედების მოდელირების კონსორციუმმა" შეისწავლა, როგორ იმუშავა სხვადასხვა ინფექციური დაავადების შემთხვევაში, ვაქცინაციის პროგრამები.
ისრაელში ბაზირებულმა კერძო კომპანია „ენ ეს ოუ ჯგუფმა“, პეგასუსის ვიდეო-სათვალთვალო პროგრამა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მთავრობებს მიჰყიდა. მთავრობების ნაწილმა, ტექნოლოგიის სამიზნედ ჟურნალისტები, უფლებადამცველი აქტვისტები და მთავრობის ლიდერებიც კი ამოიღეს.
ავღანეთისა და ერაყის ომების ამერიკელი ვეტერანები, ვირჯინიის ქალაქ ვინჩესტერში, ამერიკის ხელნაკეთ დროშებს ქმნიან. მათთვის ეს ერთდროულად ერთგვარი თერაპია, ქველმოქმედების საშუალება და უკვე ძირითადი საქმეა, - როგორ უმკლავდებიან სტრესს და ქმნიან დოვლათს, ომიდან შინ დაბრუნებული ამერიკელი ვეტერანები.
5 ივლისს, თბილისში ღირსების მარში ვერ შედგა, მაგრამ კანის კინოფესტივალზე, მთელმა მსოფლიომ იხილა ქართველი ჟურნალისტის მარში, - ღირსებისთვის.
ჰარვარდის უნივერსიტეტში სტუდენტთა ჩარიცხვის წესს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო განიხილავს. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებელს რასობრივი ნიშნით ლიმიტების უსამართლოდ დაწესებას ედავებიან.
ნიუ-იორკი პანდემიამდელ რეალობას უბრუნდება, თუმცა ქალაქის ახალ ცხოვრებაში არის რაღაც, რაც ძველისგან გამოარჩევს. ახლა ნიუ-იორკში მეტი ქუჩაა დაკეტილი ავტომობილებისთვის და ღიაა სოციალიზაციისთვის. ნიუ-იორკელებს შეუძლიათ მეგობრებთან ერთად, პირდაბირ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ივახშმონ.
"მინსკი" მაყურებელს უამბობს, როგორ ექცევა ლუკაშენკოს რეჟიმი მშვიდობიან მოქალაქეებს და პოლიტპატიმრებს. რუსულ-ესტონური კოპროდუქციით შექმნილი ფილმი ეკრანებზე აგვისტოში, ბელარუსის მოვლენების ერთი წლისთავზე გამოვა.
მეტის ჩატვირთვა