ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი შეეცადა უკრაინაში ახალი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად, 30 წლის წინ, დასავლეთსა და მოსკოვს შორის გამართული მოლაპარაკებები გამოეყენებინა. პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა სამი ათეული წლის წინ პირობა დადო, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.
ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი, რუსეთისთვის პრევენციული სანქციების დაწესებას ითხოვს. რა ტიპის სანქციებს განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ, კონგრესსა და სენატში და როგორ აფასებს პენტაგონი რუსეთის ქმედებებს - "ამერიკის ხმის" ჩართვა, ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო გამოშვებაში.
ნატო სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობს. ალიანსი ახალ სტრატეგიას მიმდინარე წლის ზაფხულში, მადრიდის სამიტზე დაამტკიცებს. ნატოში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ამბობს, რომ დოკუმენტში აქცენტი რუსეთსა და ჩინეთზე იქნება.
„ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება“ - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, „ამერიკის ხმასთან“ იმ ნაბიჯების შესახებ საუბრობს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში გადადგამს.
ომიკრონისგავრცელების ფონზე ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის დამატებითი მუტაციები მოსალოდნელია. პრეზიდენტი ბაიდენი პირობას დებს, რომ ადმინისტრაცია კოვიდ-19-ის მილიარდ ტესტს შეიძენს და ნაწილს უფასოდ დაარიგებს, „მაღალი ხარისხის ნიღბებიც“ ამერიკელებისთვის უფასო იქნება.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, აშშ-მა და სხვა ნატოელმა მოკავშირეებმა რეგიონში მეტი გემის შემოყვანა სცადეს. თუმცა, თურქეთმა თავდაპირველი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“ - თურქი ანალიტიკოსი აგვისტოს ომის ამ მოვლენებს, დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში იხსენებს.
ლას ვეგასი მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური გამოფენისთვის ემზადება. სამომხარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 2 000 ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი.
ათასობით ავღანელს შორის, რომელთა ევაკუაცია აშშ-ში განხორციელდა, ავღანეთის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერიცაა. ხანი ამბობს, რომ შეუძლებელია თალიბანის ნდობა, როცა დაჯგუფება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოცხადებულ ამნისტიაზე საუბრობს. შაისტა ხანს, ამერიკის ხმა სან დიეგოში ესაუბრა.
რას ნიშნავდა ამერიკელებისთვის, დასავლური სამყაროსთვის, იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული სახელმწიფოებისთვის, 69 წლიანი ტოტალიტალური დიქტატურის დასრულება? როგორ მივიდა სამყარო ბოროტების იმპერიის გარდაუვალ დასასრულამდე? საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა
როგორ ცდილობს პუტინი, ოლიგარქებისა და სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით, პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის შენარჩუნებას, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ - „ამერიკის ხმის“ ჩართვა, ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო გამოშვებაში.
მეტის ჩატვირთვა