40 დღიანი ბლოკადა ცეცხლის ქვეშ, საფილტრაციო ბანაკი და გზა ამერიკამდე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოვიდა. მათ შორისაა სკრიპჩენკოების ოჯახი, რომლემაც მარიუპოლიდან კალიფორნიაში მოხვედრამდე, რთული გზა გაიარა.
აბორტის, არასეგრეგირებული განათლების, ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების უფლება - ეს არის საქმეების ნაწილი, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ამერიკულ საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
უკრაინის წინააღმდეგ სრუმლასშტაბიანი ომის დასაწყისში, კრემლის მიზანი კიევის აღება და ხელისუფლების ცვლილება იყო. პირველივე დღეებში, რუსულმა ძალებმა დედაქალაქის მახლობლად მდებარე ქალაქები დაიკავა. მათ შორის იყო ირპინი. ბევრ ადგილობრივს ქალაქის დატოვება მოუწია, ახლა კი ისინი უკან, შინ ბრუნდებიან.
ამერიკული კომპანიების ნაწილი „მეტავერსზე“ გადასვლისთვის ემზადება. ამ სამგანზომილებიან ონლაინ სივრცეზე ამბობენ, რომ ხალხი იქ იმუშავებს, ივლის საყიდლებზე, მოუსმენს კონცერტებს, ითამაშებს. „ამერიკის ხმა“ მოგითხრობთ პირველ მაღაზიაზე, რომელიც კლიენტებს მსგავს გამოცდილებას სთავაზობს.
როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი, მსოფლიოში ხორბლისა და მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი ექსპორტიორია. საფრანგეთში, შექმნილ ვითარებას ფერმერები მზესუმზირის წარმოების გაზრდის შესაძლებლობად ხედავენ, თუმცა მათ ხარჯებს სასუქის ფასი ზრდის. სასუქის ძირითადი ექსპორტიორი, რუსეთია.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს, ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწერვიანებას. ალიანსის წევრი ქვეყნების დიპლომატებმა, საკითხის შესახებ შეხვედრა გასული კვირის მიწურულს გამართეს. შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იყო, უკრაინაში არსებული ვითარება.
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა სურსათით მომარაგების გლობალური სისტემა შეარყია. ანალიტიკოსების აზრით, სასოფლო-სამეურნეო სისტემაში მომხდარი შოკის გამოძახილს მსოფლიო კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე იგრძნობს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცმებით, უკრაინის არმიის საბრძოლო ძალების დაახლოებით 15%-ს, ქალი სამხედრო პირები და ოფიცრები შეადგენენ. 2014 წლიდან, 30 000-ზე მეტი უკრაინელი ქალი ბრძოლის ვეტერანი გახდა. უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის შემდეგ, ეს მონაცემები დღითი დღე იზრდება.
მეტის ჩატვირთვა