750,000 ინციფირებული და 40,000 გარდაცვლილი - ვითარება შეერთებულ შტატებში. კონგრესში მოლაპარაკებები მიმდინარეობს დამატებით მცირე ბიზნესების დასახმარებლად 450 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
კორონავირუსმა ბევრი ბიზნესი დატოვა შემოსავლის გარეშე, თუმცა ვითარება განსხვავებულია ალკოჰოლური მაღაზიების შემთხვევაში. “ამერიკის ხმა“ აშშ-ში ქართველ მეწარმეს ესაუბრა, რომელსაც ვაშინგტონის ცენტრში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია აქვს. თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ მის ბიზნესზე, ჩვენს სიუჟეტში.
ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება ახალი მეთოდებით ხშირად შესაძლებელია, თუმცა ბევრისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემად რჩება. ეს ასეა ამერიკის მოსახლეობისთვისაც. ერთ-ერთი საავადმყოფო ცდილობს პრეპარატები პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.
ამერიკაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ შესაძლოა ზოგ კონტექსტში სახალისო ტექნოლოგია იარაღად იქცეს, რომელიც მაგალითად, არჩევნებისას ქაოსს გამოიწვევს. ეს რისკი სოციალურ მედიაში ე.წ. „დიფფეიკების“ აკრძალვის და მათი აღმოსაჩენი საშუალებების შემუშავების აუცილებლობას ქმნის.
"მშენებლობა უფრო ძნელი ყოფილა, ვიდრე სამშობლოსთვის სიკვდილი,"- აშშ-ში მყოფი ქართველი ვეტერანები, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საუბრობენ.
ღვინის დაყენების, შენახვისა და მოვლის წესი ხშირად არათუ ქვეყნების, არამედ რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება. ხორვატი მეღვინეები ღვინის შენახვის ნამდვილად უცნაურ მეთოდს იყენებენ.
გრენლანდიაში მყინვარების სწრაფი დნობა რეალობაა და დედამიწას კარგს არაფერს უქადის. ნასას მეცნიერები ყინულოვან საფარს უკვე რამდენიმე წელია სწავლობენ.
მეტის ჩატვირთვა