11 სექტემბრის ტერაქტებიდან 22 წელი სრულდება. 2001 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმას, ჯამში 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გთავაზობთ საბა გუჯაბიძის ფოტორეპორტაჟს ნიუ-იორკის 11 სექტემბრის მემორიალიდან.
„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პეტერბურგში, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. სასაფლაოსთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იყო მიღებული, კამერებმა პოლიციაც დააფიქსირეს.
მიგრანტები მექსიკის საზღვართან მდებარე მდინარე რიო-გრანდეს ძირითადად ღამით კვეთენ. უმეტესად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მომავალი ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას და თავშესაფრის მიღებას ცდილობენ. ეს ფოტოები ტეხასის შტატში მდებარე სასაზღვრო დასახლება იგლ-პასთანაა გადაღებული.
4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ტრადიციულად ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ამერიკის დედაქალაქიდან.
ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ტრადიციულად დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღლუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში მყოფმა უკრაინელმა იმიგრანტებმა. ამ ფორმით უკრაინულმა დიასპორამ ამერიკელი ხალხისადმი მადლიერება გამოხატა.
247 წელი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან. 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს.
26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამერიკაში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს დროშის ფერებით, ხიდი ვაშინგტონის მერიის ინიციატივით განათდა.
მეტროპოლიტენ-მუზეუმის საზეიმო გალა მოდების ჩვენების ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულად ითვლება. საქველმოქმედო ღონისძიება კოსტიუმების ინსტიტუტისთვის სახსრების მოზიდვას ემსახურება. თემა წელს კარლ ლაგერფილდი იყო, „შანელის“ და მოდის სხვა ცნობილი სახლების დიზაინერი.
ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკულ კონკურსზე American Idol 12 რჩეულ მომღერალს შორისაა. ეს პირველი შემთხვევაა, შოუს 21-წლიანი ისტორიის მანძილზე, როცა 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა უცხოელი შემსრულებელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან არ არის.
რიგითმა ირლანდიელებმა ჯო ბაიდენს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. "არაჩვეულებრივი გრძნობაა, თითქოს შინ ჩამოვედი" - უთხრა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, მას შემდეგ, რაც კარლინგფორდის სასახლე დაათვალიერა. ამ ადგილიდან მოდის მისი ირლანდიელი წინაპრების ერთ-ერთი შტო.
ფინეთის ნატოში გაწევრიანებამ, ალიანსის საბრძოლო ფონდი, სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვანი კოლექციით სეავსო. მათ შორის, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი საარტილერიო კონტიგენტით. წარმოგიდგენთ ჰელსინკის ყველაზე მნიშვნელოვანი და სეციალიზებული სამხედრო ტექნიკის ნაწილს.
მეტის ჩატვირთვა