რუსეთს და თურქეთს შორის მომხდარი ინციდენტი კრემლის მხრიდან ნატო-ს გამოცდის კიდევ ერთი მცდელობაა - აცხადებს ამერიკის ყოფილი სენატორი და რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი რიჩარდ ლუგარი.
კრემლი ალიანსს საპასუხო მოქმედებით ემუქრება, ამერიკა კი მოსკოვს მოუწოდებს შეცდომა არ დაუშვას. ამ ფონზე, ალიანსი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს.
როგორ გაძლიერდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და როგორ უნდა დაუპირისპირდეს მას დასავლეთი? „ამერიკის ხმა“ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს ესაუბრა.
წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატები გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის სტრატეგიაზე საუბრობენ.
შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტის არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება. როგორ ხედავენ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გზებს წამყვანი კანდიდატები?
თუ მოსკოვმა თურქეთისთვის გაზის მიწოდება შეაფერხა, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ ფაქტორებზე მაღლა გრძელვადიან სტრატეგიულ გათვლებს დააყენებს.
პოლიტიკურმა პარტიებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დაიწყეს ამომრჩევლის მობილიზაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ქვეყნის ორი მთავარი პარტია, მოქალაქეობის აღების ცერემონიიდან გამოსული ახლად დარეგისტრირებული ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობს.
პარიზის ტეროტისტული თავდასხმების ერთ-ერთი მსხვერპლი ამერიკელი სტუდენტი იყო. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ლონგ ბიჩის კალიფონიის უნივერსიტეტში ნოემი გონზალესი ცრემლიანი ღიმით გაიხსენეს და მისი დაკარგვით მიღებული ტკივილი ერთმანეთს გაუზიარეს.
პარიზში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტმა ვაშინგტონის ყურადღება დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ მიმართა. ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეზე ამ თავდასხმის მიტანის შემდეგ ისლამისტებმა ვიდეო მასალა გაავრცელეს, რომელშიც ამერიკის დედაქალაქს პირდაპირ ემუქრებიან.
ამერიკის დემოკრატიული პარტიის სამმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, პარიზის ტერაქტების შემდეგ გამართული სატელევიზიო დებატებისას მაყურებელს ტეორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი ხედვა გააცნო. პარიზის მოვლენების შემდეგ, ტერორიზმის თემა ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის წამყვანი თემა გახდა.
მსოფლიოს ლიდერები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილი, კლიმატური ცვლილების კონფერენციისთვის აქტიურად ემზადებიან. ნოემბრის ბოლოსთვის პარიზში დაგეგმილი კონფერენცია უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ჩატარდება.
მეტის ჩატვირთვა