ჰარვარდში ანასტასია ლელაძე, ქუთაისელი გოგონა უკვე მეორე წელია სრული დაფინანსებით სწავლობს. მისი აზრით, მომავალი დიპლომატისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკაში, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში განათლების მიღება. არცთუ იოლ ადაპტაციაში მას თავიდან ყველაზე მეტად ქართველი მეგობრები დაეხმარნენ.
ნიკა გვარამიამ, ვაშინგტონში - სახელმწიფო დეპარტამენტში, წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, ანალიტიკურ ცენტრებში გამართული შეხვედრები, “ამერიკის ხმასთან” შეაჯამა.
29 წელია საქართველო და ჯორჯიის შტატი პარტნიორები არიან და ამ პარტნიორობის ქვაკუთხედი სამხედრო თანამშრომლობაა. ჯორჯიის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალი ტომას კარდენი, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ საუბრობს.
ის, რაზეც თეთრი სახლი და ნატოს მოკავშირეები აქამდე კიევს უარს ეუბნებოდნენ,უკრაინელი პილოტებისთვის მალე რეალობა იქნება.დანია, ნორვეგია და ჰოლანდია F-16-ებს კიევს გადასცემენ. რა გამოწვევების წინაშე დადგებიან უკრაინელები ავიამოიერიშეების მიღების შემდეგ და რატომაა მნიშვნელოვანი მათი ფრონტზე გამოყენება
ამერიკაში მცხოვრები სულ უფრო მეტი ქართველი ინტერესდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურაში დასაქმებით. რა პროცედურების გავლაა საჭირო ამისთვის - ვრცლად, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ხორგუაშვილი საუბრობს.
15 წელი აგვისტოს ომიდან- როგორ იცვლებოდა რუსეთის აგრესიის ფორმები ამ წლების განმავლობაში და როგორ მივიდა კონტინენტი სრულმასშტაბიან ომამდე. 5-დღიანი ომის ნასწავლი და ვერ ნასწავლი გაკვეთილები. ამ თემაზე „ამერიკის ხმას“ შეერთებული შტატების თადარიგის გენერალ ლეიტენანტი დაგლას ლუტი ესაუბრა.
"საქართველო ისე აღარ ცდილობს ისეთ ინსტიტუტებში შესვლას, როგორებიც ნატო და ევროკავშირია, როგორც მაგალითად 10 ან 15 წლის წინ. ამრიგად, ახლა გაქვთ ეს განსხვავება უკრაინასა და საქართველოს შორის" - ინტერვიუ უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩ სტივენ პაიფერთან.
მეტის ჩატვირთვა