საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორტის საკითხებში გელა დუმბაძემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. მან მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის ყოველწლიურ გლობალური პარტნიორობის კვირეულში. ინტერვიუ მინისტრთან ია მეურმიშვილმა ჩაწერა.
"ქართული ოცნების" 3 შეცდომა და 3 მთავარი წარმატება. პიარ-სტრატეგიების სუსტი მართვა და საქართველოს მომავალი 10 წელიწადში - ამ თემებზე საუბრობს "ამერიკის ხმის" სტუმარი გიორგი ვოლსკი, რომელიც ვაშინგტონში რამდენიმე დღით იმყოფებოდა.
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 2015 წლის 6 მარტს "ამერიკის ხმას" ეწვია და მიმდინარე, მნიშვნელოვან საკითხებზე ინტერვიუ ჩაწერა.
მწერალი დათო ტურაშვილი ნიუ იორკში ქართველ მკითხველებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ვაშინგტონში „ამერიკის ხმას“ ეწვია. მასთან საუბარს მაია ქვარცხავა უძღვება.
2 თებერვალს "ამერიკის ხმას" საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ესტუმრა. ინტერვიუს დროს, მან უკრაინის კრიზისი, ურთიერთობა რუსეთთან და ვაშინგტონის ვიზიტი განიხილა.
სინეტიკის თეატრი ვაშინგტონის განუყოფელი ნაწილი გახდა. ის პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს ჰელენ ჰეისის 94 ნომინაციის და 25 პრიზის მფლობელია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი პაატა ციქურიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განვლილ სეზონზე და სინეტიკის მომავალ გეგმებზე საუბრობს.
დენიელ ფრიდი წარსულში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ამჟამად ის ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას კურირებს.
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსეთის აგრესიის შეფასებისას ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები 2008 წელს საქართველოში დაწყებულის გაგრძელებაა. ის რუსეთს მოუწოდებს შეიარაღებული ძალები გაიყვანოს საქართველოდან. კონგრესმენთან ინტერვიუს ანა კალანდაძე უძღვება.
„ამერიკის ხმა“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს კენეტ იალოვიცთან. შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
ექსკლუზივი: დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯეიმს ვულზი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს აფასებს და აცხადებს, რომ ის რაც დღეს უკრაინაში ხდება გარკვეულწილად თეთრ სახლში შემუშავებულ პოლიტიკას უკავშირდება.
პუტინი უფრო საშიშია ამერიკისთვის, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ ან ებოლა. მისი მმართველობის სტილი ჰიტლერისას გავს. ის ებრძვის თანამედროვე სამყაროს ღირებულებებს, ამბობს ცნობილი რუსი მოჭადრაკე, ოპოზიციონერი და აქტივისტი გარი კასპაროვი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ნიუ იორკში ვიზიტი შეაფასა.
მეტის ჩატვირთვა