"ყოველთვის შეცდომაა რუსი ოპფიციალური პირების და დიპლომატების მოსმენა და იმის ფიქრი, რომ ისინი სიმართლის გადმოცემას ცდილობენ," აცხადებს კურტ ვოლკერი. რა მიზანს ემსახურება კრემლის უკანასკნელი განცხადებები და როგორ უნდა აღიქვას ეს განცხადებები საქართველომ?
ქართული ღვინის და კულტურის შესახებ შეერთებულ შტატებში ახალი წიგნი გამოიცა. მისი ავტორი, ცნობილი ამერიკელი მწერალი ალის ფარინგი ჩვენ „ამერიკის ხმის“ სტუდიაში მოვიწვიეთ.
უკრაინის კონფლიქტზე „ამერიკის ხმა“ მაიკლ კარპენტერს, ამერიკის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილეს ესაუბრა. პენტაგონში ის რუსეთს, უკრაინას და ევრაზიის რეგიონს ზედამხედველობს.
ვაშინგტონში, ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი აფასებს ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას:
ინტერვიუ პიუს კვლევითი ცენტრის კვლევების დეპარტამენტის დირექტორ კორტნი კენედისთან.
ქართველი დიზაინერის იური შუბლაძის შესახებ თებერვლის "ვოგი" წერს. ამასთა, იური ყოველ წელს ესწრება თეთრ სახლში ბარაკ და მიშელ ობამას მიერ გამართულ საშობაო წვეულებას, სადაც სხვადასხვა სფეროში წარმატებულ და გავლენიან პირებს იწვევენ. იურის ნიუ-იორკში ჩვენი კორესპონდენტი თეა თუაშვილი ესაუბრა.
ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევართან.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: "დასავლეთს შეუძლია, მიაწოდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, საქართველო და უკრაინა ამას იმსახურებენ."
"ივერია TV" ამერიკაში ქართველი მომხმარებლისთვის შექმნილი მომსახურებაა. "ამერიკის ხმა" დაინტერესდა თუ როდის და რატომ გაუჩნდა გიორგი გიოშვილს ამ მომსახურების შექმნის იდეა და რა სირთულეების გადალახვა მოუწია მას ამერიკაში საკუთარი საქმის დაწყების გზაზე.
რა არის რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდის მიზანი და როგორ იყენებს მედია საშუალებებს კრემლი? ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს, დეივიდ სეტერს ესაუბრა.
გაგრძელდება თუ არა ნატოს გაფართოება ვარშავის სამიტზე? რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს და რა ფაქტორები იქონიებს გავლენას ალიანსის გადაწყვეტილებაზე? ინტერვიუ დეიმონ უილსონთან.
ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავი მსოფლიოს არაერთ სცენაზე მღერის. წელს, მას ჯუზეპე ვერდის განახლებულ ოპერა "რიგოლეტოში" მთავარი პარტია უკვე მერამდენედ შესთავაზეს.
მეტის ჩატვირთვა