საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში საუბრობს იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამერიკაში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების დასახმარებად; ასევე, იმაზე თუ ვის შეეძლება ისარგებლოს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ეკონომიკირი დახმარებით.
კორონავირუსი და საქართველო: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის პასუხები კოვიდ-19-თან დაკავშირებულ კითხვებზე, პროგნოზი და რჩევები.
ნათია ფანცულაია კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს ნიუ-იორკში მკურნალობს. ქართველი თერაპევტი 5 წელზე მეტია მანჰეტენზე მდებარე მაუნთ საინაის საავადმყოფოში მუშაობს. მასთან ინტერვიუ მაია ქვარცხავამ დისტანციურად ჩაწერა.
„იმედს ვიტოვებ გამოსავალი მიღწეული იქნება“, - აცხადებს ადამ კინზინგერი, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, კონგრესმენ კინზინგერს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
კორონავირუსით ყოველდღიურად მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ავადდება. ვირუსთან ეფექტურ ბრძოლაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული და ქვეყნებს სხვადასხვა რეკომენდაციებს აძლევს. რა ვითარებაა მსოფლიოში და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.
მეტის ჩატვირთვა