საქართველოს ნატოს წევრობას გერმანია სკეპტიკურად უყურებს. კრისტიან ფორსტნერი ამბობს, რომ გერმანია ჯერ თავს იკავებს ნატოში ისეთი ქვეყნების მიღებისგან, რომლებსაც რუსეთთან ტერიტორიული დავები აქვთ. მისი თქმით, ნატოში მიღებამდე დასავლეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი გზები უნდა დაუსახოს.
მილსადენის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ჩრდილოეთის ნაკადი 2 გერმანიაში რუსულ გაზს უკრაინის გვერდის ავლით ჩაიტანს. გერმანელი ანალიტიკოსი კრისტიან ფორსტნერი ამბობს, რომ რუსეთსზე გერმანიაში ილუზიები არ აქვთ და არავინ მოელის იმას, რომ ბერლინსა და პუტინის რეჟიმს შორის ურთიერთოებები გაუმჯობესდება.
თადარიგის გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც საქართველოში მიმდინარე კრიზისით სარგებლობს, კრემლია. ის დაპირისპირებულ რომელიმე ძალას არ ემხრობა, თუმცა ყველას მოუწოდებს საერთო ღირებულებები გაიხსენონ, დიალოგი განაახლონ და ქართველი ხალხის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენონ.
IRI-ის პრეზიდენტი დენ ტვაინინგი ამბობს, რომ ხალხმა პოლიტიკოსები იმისთვის აიჩია, რომ ქვეყანა მართონ და არა იმისთვის, რომ ერთმანეთთან უწყვეტად იკინკლაონ. ის ასევე ამბობს, რომ მთავრობას ძალის გამოყენებაზე მონოპოლია აქვს. სწორედ ამიტომ მმართველ პარტიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება გამოსავლის მონახვაში.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს ამერიკაში მრავალმხრივი გამოხმაურება მოჰყვა. განცხადებები გააკეთეს სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესის ორივე პალატიდან გავრცელდა კრიტიკული ორპარტიული, ერთობლივი განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით შეშფოთების უპრეცედენტო გამოხავა იყო.
[მელიას] დაკავება, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა“, - ამბობს ფრანსის ფუკუიამა, წამყვანი ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი. ფუკუამა სტენფორდის უნივერსიტეტის „ფრიმან სპოგლის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარია. მას „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
მეტის ჩატვირთვა