ევროპარლამენტის წევრი მარინა კლიურანდის თქმით, იმის საჩვენებლად, რომ პოლიტიკური ძალები სახელმწიფოებრივად იქცევიან, პარტიებმა არჩევნებამდე უნდა დადონ პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებელების შეფასებებს აღიარებენ. მისი თქმით, ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის გარანტია იქნება.
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში დაგ ლუტი ამბობს, რომ ავღანეთიდან ამერიკის გამოსვლა და თალიბანთან მოლაპარაკება ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო და ბაიდენს უკვე გართულებული სიტუაცია დახვდა სამართავად. ის ასევე ამბობს, რომ ბაიდენს ავღანეთში სწორი პოლიტიკა აქვს, თუმცა მისი აღსრულება ბევრი ხდება.
რისკების შეფასების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია "ევრაზიის ჯგუფის" დამძუძნებელი, იან ბრემერი ამბობს, რომ ავღანეთიდან ქაოტური გამოსვლა არასწორი დაგეგმვის და მოკავშირეებთან კოორდინაციის უქონდლობის გამო მოხდა. მისი აზრით, ამ ნაბიჯს ამერიკის იმიჯზე გრძელვადიანი გავლენა ექნება.
ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას ტომას ილვესი აფასებს. ის ამბობს, რომ თუ მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოსი ეშინია, მაშინ ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არ არის. ის პოლიტიკოსებს მოუწოდებს მოუსმინონ მეგობრებს და გაიგონ მათი ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ მოუსმინონ მტერს.
მეტის ჩატვირთვა