ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ინდოელი კოლეგის ნარენდრა მოდის პატივსაცემად, სახელმწიფო ვახშამი გამართა. მსგავსი საზეიმო წვეულება ვაშინგტონში მხოლოდ უმაღლესი დონის სტუმრების დასახვედრად იმართება. ეს ჯო ბაიდენის რიგით მე-3 სახელმწიფო ვახშამია, საფრანგეთის და სამხრეთ კორეის ლიდერების მიღების შემდეგ.
მაიამიში სასამართლომ ტრამპს ბრალი 37 მძიმე სახის დანაშაულის ჩადენაში წაუყენა. მათ შორისაა ამერიკის საიდუმლო დოკუმენტების შენახვა და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა. ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს. როგორ შეიძლება განვითარდეს საქმე და რა გავლენა შეიძლება ჰქოდეს მას წინასაარჩევნო კამპანიაზე?
კიდევ ერთი საბრალდებო დასკვნა და კიდევ ერთი უპრეცედენტო მოვლენა ამერიკის ისტორიაში - შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ბრალი ფედერალურ დანაშაულებში წაუყენეს. რა არის შემდეგი ეტაპი და რამდენად ემუქრება სასამართლო პროცესი მის პრეზიდენტობის შანსებს 2024 წლის არჩევნებზე?
უპრეცედენტო დღეა ამერიკის პრეზიდენტობის და სამართლის ისტორიაში - შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ფედერალურ ბრალს წაუყენებენ. მაია ქვარცხავას რეპორტაჟი ვაშინგტონიდან.
მეტის ჩატვირთვა