გასული კვირა ვაშინგტონში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით იყო დატვირთული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ “სუპერ სამშაბათი” და ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კონგრესში ერისადმი მიმართვა იყო. სამშაბათს ამომრჩევლებმა სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცეს ხმა.
5 მაისის "სუპერ სამშაბათის" შემდეგ, რესპუბლიკელი კანდიდატი ნიკი ჰეილი რბოლას გამოეთიშა. ახლა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას 81 წლის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 77 წლის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააგრძელებენ. ორივე შემთხვევაში, გამარჯვებულ კანდიდატს ამერიკის მართვა მხოლოდ 4 წლით შეეძლება.
მეტის ჩატვირთვა