ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით, კონგრესში კითხვები სამ მოწმეს დაუსვეს. მათგან ერთი სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერია და ორი - ყოფილი სამხედრო პილოტი. კანონმდებლებს აინტერესებდათ შესაძლო ზემოქმედება ეროვნულ თუ საჯარო უსაფრთხოებაზე და ამ თემაზე მთავრობის მუშაობის გამჭვირვალობის საკითხები.
პირველად ამერიკის ჯანდაცვის ბოლო 20 წლის ისტორიაში, სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. ახალი იაპონური მედიკამენტი „ლექემბი“ დაავადების განვითარების პროგრესს ანელებს, თუმცა მისი უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობაც სპეციალისტების შეშფოთების საგნად რჩება.
გაწევრიანების შემთხვევაში, შვედეთი ნატოს ჩრდილოეთის ფლანგის გაძლიერებაში დაეხმარება. ძლიერ ქვეით ჯართან ერთად, შვედეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე წყალქვეშა გემების ფლოტი ჰყვას. რას ნიშნავს ამ ფლოტის ალიანსში გაწევრიანება და რით გამოირჩევა შვედური წყალქვეშა გემები ყველა სხვისგან?
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები წონაში დასაკლებადაც გამოიყენება. რამდენად მიზანშეწონილია ამ წამლებით სიმსუქნის მკურნალობა? რა რისკებთან თუ ეთიკურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, როცა მათი დეფიციტი თანდათან უფრო სერიოზული პრობლემა ხდება? რუბრიკა "გალილეოს" სტუმარია ამერიკელი ექიმი მარი ლიპარტია.
ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით მართვის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაა საჭირო - ამბობენ სპეციალისტები. ქალთა საგარეო პოლიტიკის ჯგუფის თაოსნობით, ვაშინგტონში გამართულ განხილვაში მონაწილეობდნენ ტექნოლოგიების სფეროს ამერიკელი და საერთაშორისო სპეციალისტები.
მეტის ჩატვირთვა