ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი კოვიდ-19-ის ვაქცინების წარმოებას ჯერ ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს. რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში და როგორი იქნება ზოგადად პოსტპანდემიური სამყარო? „ამერიკის ხმის“ კითხვებს ექიმი ფაუჩი პასუხობს.
რომში საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები ამ კვირის დასაწყისში გახსნა, თუმცა ქვეყანაში სოციალური დისტანცირების რეგულაცია კვლავ ძალაში რჩება. იტალიელები პანდემიამდელი, ძველი ცხოვრების წესის დაბრუნებას თანდათან და ძალიან ფრთხილად ცდილობენ.
კორონავირუსის ჯგუფის „სარსის“ გავრცელებიდან ახალი კორონავირუსის პანდემიამდე 17 წელი გავიდა. მალავდა თუ არა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია მის გავრცელებას და რამდენად ადეკვატური იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი საპასუხო ნაბიჯები ვირუსის გამოვლენისა და პრევენციული ზომების მიღებისას?
მეტის ჩატვირთვა