60 წლის წინ თბილისის დინამომ ქართული კალათბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება იზეიმა. ჟენევაში, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალს 90:83 აჯობა. ამ მატჩს საბჭოეთში ხალხის მტრად გამოცხადებული კლასიკოსი გრიგოლ რობაქიძე დაესწრო, "როგორც ქართველი წელში გავიმართე", დაწერს რობაქიძე ფინალის მერე
თურქეთის დროშით მცურავმა ტანკერმა ESEN KA-მ საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა, თუმცა დარჩა კითხვები: რატომ შემოვიდა რუსეთის ნავსადგურ ტუაფსეში დატვირთული ტანკერი ბათუმის პორტში, სანქცირებული 30 000 ტონა ნავთობპროდუქტით, როცა ტვირთი, „შემდგომში“, თურქეთში რეექსპორტისთვის იყო განკუთვნილი?!
რუსთავი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, ერთ-ერთ ლიდერია და არა მხოლოდ საქართველოში. შვეიცარიული IQAir-ის კვლევით, დასავლეთ აზიაში, მყარი ნაწილაკებით, ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის, რუსთავს მე-7 ადგილი უჭირავს. რუსთავში სუფთა ჰაერისთვის გარემოსდამცველთა ჯგუფი „გავიგუდეთ“ იბრძვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო საქმე - მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ. მთავრობა ცდილობს სალომე ზურაბიშვილს ელჩების აცილების უფლება შეუზღუდოს. შეუძლია თუ არა, პრეზიდენტს, საპასუხოდ, ვეტოს გარდა, მეტი პრობლემა შეუქმნას „ქართულ ოცნებას" და არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს?
რუსი ოკუპანტების მიერ არჩეული ბორდერიზაციის ლოკაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილია. პოტენციურად, ამ ადგილიდან, ცენტრალური ავტობანის დაკავება ხუთ წუთშია შესაძლებელი.
თბილისში, ფალიაშვილის 60-ში, კერძო საქველმოქმედო სივრცეს, ყოველდღიურად, ასობით უკრაინელი ლტოლვილი აკითხავს. ომის საშინელებას გამოქცეულები, აქ მხოლოდ დახმარების მისაღებად არ მოდიან, ხშირად მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საკუთარი განცდების გაზიარებაა. დღეს ლტოლვილთა და დევნილთა მსოფლიო დღეა
მეტის ჩატვირთვა