2008 წელს, 11 აგვისტოს გამართული ბრძოლის დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას, შინდისში, ამ ადგილას 17 ქართველი მეომარი დაიღუპა. აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე ხელისუფლება საზოგადოებას მებრძოლებისადმი მიძღვნილი მონუმენტის დასრულებას ჰპირდება.
კოალიცია ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამი მიმართულებით ახორციელებს შიდა ქართლში. მათ შორის, ეს მოიცავს ეკონომიკურ აქტივობასაც, როდესაც რეგიონში წარმოებულ პროდუქტს ექნება აღნიშვნა - „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
აგვისტოს ომის მუზეუმში, ერგნეთში, 7 აგვისტოს ის დღეები გაიხსენეს, რაც 14 წლის წინანდელი ომის პერიოდში გამოიარეს. გამოფენა, შეხვედრები, საუბრები ახალგაზრდებთან დღის წესრიგის ნაწილი გახლდათ. რუსეთთან ომი რომ 14 წლის წინ არც დაწყებულა და არც დამთავრებულა, აქ ყველამ იცის.
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. ოკუპაციის პროცესი მას შემდეგ გრძელდება. წელს აგვისტოს ომიდან 14 წელი სრულდება. გთავაზობთ სააგენტო „როიტერის“ ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ სურათებს. #ამერიკისხმა
ალია ბებო, დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში რჩება. ცხოვრება უწყლოდ, რუსი მესაზღვრეების მეთვალყურეობის ქვეშ წამების ტოლფასია. სულ მარტო, ახლობლების გარეშე დარჩენა აქ საშიშია, მაგრამ ხურვალეთელი მეციხოვნე სახლის მიტოვებას მაინც არ აპირებს.
მეტის ჩატვირთვა