„გმირობის ნაყოფი“ - ასეთი შეფუთვით შეხვდებით ხილს, ჩირს, ჩურჩელებს, ნუგბარს მარკეტებში. ეს პროდუქტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმ ადამიანების მოყვანილია, ვინც ყოველდღიურადაა რუსული ოკუპაციის პირისპირ, თუმცა მშობლიურ მიწაზე რჩება და გემრიელ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსაც ქმნის.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი, მესამე ქართული შენაერთია, რომელმაც 2022 წელს წვრთნისა და შეფასების პროგრამა გაიარა. GDRP-ის ისტორიული პროგრამის შემდეგ ახალი სწავლება ამერიკელი და ქართველი ინსტუქტორების დახმარებით, რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სამხედრო წვრთნებს მოიცავს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ახალ რეიტინგში, ყველა წონაში, საუკეთესო შედეგი ქართველ ტატო გრიგალაშვილს აქვს, რომელიც 81 კგ-ში უპირობო ლიდერია. 22 წლის ხაშურელმა, ოქტომბერში, ტაშკენტში, მსოფლიოს ჩემპიონობა მოიგო. ეს ქართული ძიუდოს ისტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონატებზე აღებული რიგით მეათე ოქროა
მეტის ჩატვირთვა