ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი, რომელიც მეჯვრისხევის მიმართულებით მუშაობდა, რუსებისგან სროლის ქვეშ მოჰყვა. მისიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს. ამბავი სროლის შესახებ არ გახმაურებულა არც იმავე დღეს და არც მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აზრით, „კორუფციის აღქმის ინდექსში“, საქართველოს 56 ქულა სტაგნაციას ნიშნავს, წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრის ფონზე, ელიტური კორუფციის, კლეპტოკრატიის ზრდას. ამ შეფასებას არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც 180 ქვეყანას შორის, 41 ადგილი - დიდი წარმატებაა
ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ფინეთში, სენსაციით და საქართველოს პირველი ისტორიული, ევროპული ოქროთი დასრულდა. 20 წლის ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2022 წლიდან იცავს, ფავორიტებს, მათ შორის, ბელგიელ ლუნა ჰენდრიქს აჯობა და ფინეთში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა
უკრაინელებმა თბილისში, უკრაინის სახელმწიფოს გაერთიანების დღე (День Соборності) აღნიშნეს. 1919 წლის 22 იანვარს, მიღებულ იქნა უკრაინის რესპუბლიკისა და დასავლეთ უკრაინის რესპუბლიკის გაერთიანების აქტი. ამ აქტს წინ უსწრებდა 1918 წლის 22 იანვარი, როცა უკრაინამ რუსეთისგან სრული დამოუკიდებლობა გამოცხადა
მეტის ჩატვირთვა