პირველი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია ბაქოს, თბილისს და ერევანს. სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი და თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა
თბილისი შეუერთდა მასშტაბურ საპროტესტო აქციას “ შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, რომელიც 17 მარტს მსოფლიოს მრავალ ქალაქში გაიმართა რუსი აქტივისტები სკანდირებდნენ: პუტინი მკვლელია! ძირს მეფე! არა საქართველოს ოკუპაციას! აქცია პირველ სკოლასთან დაიწყო, თავისუფლების მონუმენტის გავლით, პუშკინის ძეგლთან დასრულდა
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში ლუკა მაისურაძე, დოპინგის გამოყენების გამო, პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს. მას 2023 წლის აღებულ ნიმუშში, აკრძალული პრეპარატი „ოსტარინი“ აღმოჩნდა. 26 წლის მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონი, 2023 წელს, დოჰაში გახდა, „ქართულ ფინალში“ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს მოუგო
ქართველებისგან მტრის ხატის ფორმირებაში „ოსური გენოციდის“ საკითხს საკვანძო ადგილი უკავია. რუსული პროპაგანდა მას მოხერხებულად იყენებს მანიპულაციისთვის. ამჟამად ეს თემა „თაროზე თვლემს“ და „საჭირო“ დროს ელოდება. რა მოხდა სინამდვილეში? - ამ კითხვაზე პასუხი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ აქვთ.
ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პუტინის მხარდასაჭერი მიტინგი გაიმართა - „პუტინის გამარჯვება, ოსეთის გამარჯვებაა!“. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 15-17 მარტს, რუსეთი უკანონოდ, 42 ე.წ „საარჩევნო უბანს“ „გახსნის“. ეს ანკლავები დაცლილია, მაგრამ „პუტინი მაინც ფავორიტია“
ბათუმის ნავსადგურს 6 დღის მანძილზე, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 სტუმრობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდი შემოვიდა. თურქული ფრეგატი ალიანსის მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთში (SNMG2) შედის.
ნათია თუთბერიძე პირველი ქართველი ქალია, ვინც ამერიკის სამხედრო საზღვაო აკადემიაში სწავლობს. ნათია ხარკივში დაიბადა, 2008 წელს საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა. ამბობს, რომ ამ ორ ქვეყანაში რუსეთის აგრესიის ფონზე გაზრდილს, სულ უნდოდა სამხედრო კარიერა ჰქონოდა და სამშობლოს დაცვა შეძლებოდა.
მეტის ჩატვირთვა