Პაველ სიროტინმა პირველი ქართული რესტორანი კალიფორნიაში ექვსი წლის წინ მას შემდეგ გახსნა, რაც ქართველმა მეუღლემ ტრადიციული სამზარეულო გაასინჯა. Პაველს გეგმაში მორიგი ქართული კვების ობიექტის გახსნაც აქვს, თუმცა ჯერ არსებულის განვითარებაზე ფიქრობს.
„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - დოკუმენტური ფილმია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებაა მომზადებული და დეტალურად აღწერს რუსების მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში აჩვენეს.
ამერიკის კონგრესში ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, ქალები აფხაზეთიდან დეტალურად იხსენებენ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეებს, იქნება ეს ბავშვებისა და ქალების გაუპატიურება, მკვლელობა, თუ ბევრი სხვა დანაშაული.
მეტის ჩატვირთვა