ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას, სულ მცირე, ამერიკის 30 მოქალაქე ემსხვერპლა. პრეზიდენტმა ბაიდენმა, გასული კვირის მიწურულს, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, ისრაელში საგანგებოდ მიავლინა. სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ის სახელით, ისრაელს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა.
ნიკა გვარამიამ, ვაშინგტონში - სახელმწიფო დეპარტამენტში, წარმომადგენელთა პალატაში, სენატში, ანალიტიკურ ცენტრებში გამართული შეხვედრები, “ამერიკის ხმასთან” შეაჯამა.
გაეროსთან არსებული დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია, უკრაინაში რუსული ძალების მიერ, წამების სისტემურ გამოყენებაზე საუბრობს. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ამ დროისთვის, რუსული ძალების მიერ ჩადენილი 150 000-ზე მეტი ომის დანაშაულია დარეგისტრირებული.
ვაშინგტონში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება, თუმცა სულ უფრო მეტ რესპუბლიკელ კანონმდებელს, ფინანსური და სამხედრო დახმარების შესახებ კითხვები აქვს. ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს დამატებით 24 მილიარდს სთხოვს, თუმცა ამ დახმარების ბედი ამ ეტაპზე გაურკვეველია.
აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ კონკურენციას ანალიტიკოსთა ნაწილი „ახალ ცივ ომად“ აფასებს, ნაწილი კი ჯერ მხოლოდ ამის ნიშნებს ხედავს და სვამს კითხვებს, უნდა წამოიწყოს თუ არა ვაშინგტონმა პეკინის წინააღმდეგ „ცივი ომი“. რა სახის თანაარსებობის შესაძლებლობები არსებობს ორ დიდ ძალას შორის?
აშშ ჩინეთთან, თაობების განმავლობაში არნახული მასშტაბის სტრატეგიული მეტოქეობის პერიოდშია - ეს არის განცხადებების ნაწილი, რომელიც აშშ-ის სენატში გაკეთდა. სენატორები ჩინეთთან, რუსეთთან და მათ პარტნიორებთან კონკურენციაში გამარჯვებისთვის, ალიანსებისა და პარტნიროთა ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
შეერთებული შტატები 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. ტრადიციულად, ღონისძიებები იმართება 22 წლის წინ მომხდარი ტერაქტების ეპიცენტრებში - ნიუ-იორკში, პენსილვანიასა და პენტაგონში. როგორ იხენებენ დაღუპლუთა ახლობლები, 22 წლის მომხდარ ტერაქტს - "ამერიკის ხმის" ჩართვა "ფორმულაზე"
"ეს ომისა და დასავლეთის სანქციების გამო ხდება" - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ტიმოთი ეში. უკრაინის წინააღმდეგ სრუმლასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსული რუბლის ყველაზე დაბალი კურსი დაფიქსირდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ვითარებიდან კრემლისთვის მარტივი გამოსავალი არ არსებობს.
როგორ შეცვალა რუსეთ-საქართველოს ომის აღქმა, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა? რა დახმარება გაუწია შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს, რუსეთის ომის მიმდინარეობისას და მას შემდეგ. ამერიკელი მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირები, აგვისტოს ომის შესახებ საუბრობენ.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის შემდეგ, ამერიკელი მაღალი რანგის ყოფილი ოფიციალური პირების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველო დასავლეთისა და ნატოს ნაცვლად, რუსეთისთვის ხელსაყრელი მიმართულებით მიდის.
შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ ვერ აფასებდეს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს და დასავლეთთან მის ურთიერთობას. ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქვეყნისგან, რომელსაც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება სურს - ასე აფასებენ ვაშინგტონში, ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას.
შესაძლებელია თუ არა, რუსეთს საქართველოსთან აღდგენილი ავიამიმოსვლა, სანქციების გვერდის ავლაში დაეხმაროს? ვაშინგტონს სურს დარწმუნებით იცოდეს, რა ტიპის ტვირთი გადააქვს თვითმფრინავს, როცა საქართველოდან უკან, რუსეთში ბრუნდება.
როგორ ხედავს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და შესაძლებლობებს? ჯიმ ობრაიენი, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის მოქმედი ხელმძღვანელი, სენატის წინაშე მოხსენებით წარსდგა.
„შემოდგომა საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობის იქნება“ - ჯიმ ობრაიენმა, განცხადება სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა. ობრაიენი ამჟამად ამერიკის სანქციების კოორდინაციის ოფისს ხელმძღვანელობს.
“გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი, რუსეთში ბრუნდება” - ეს არის ჯიმ ობრაიენის პასუხი, სენატორ შაჰინის კითხვაზე. დემოკრატი სენატორი დაინტერესდა, საქართველოსა და რუსეთს შორის აღდგენილი ავიამიმოსვლა, ქმნის თუ არა რუსეთისთვის სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას.
„მოკავშირეები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რუსეთის მიერ წარმოქმნილი საფრთხეებისა და გამოწვევების გადასაჭრელად. რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოყვება“ - ესაა ჩანაწერი, რომლიც ნატოს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში გაკეთდა.
მეტის ჩატვირთვა