საქართველოში აშშ-ის ორი ყოფილი ელჩი, მიმდინარე მოვლენებს აფასებს. იალოვიცი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთიერთობების 30 წლიან ძალისხმევას სერიოზულად აზიანებს. ის არ გამორიცხავს, საქმე პრემიერ-მინისტრის სანქცირებამდე მივიდეს.
"„ქართულ ოცნებას“ შეუძლია, სანქციები საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს, რათა უთხრან ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ წინააღმდეგ ვართ, რომ ამერიკა გლობალური ომის პარტიაა და ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ასე რომ, ეს ერთგვარად შეიძლება იქცეს მათი პროპაგანდის საკვებად", - აცხადებს ლუკ კოფი.
სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც USAID-ის ბიუჯეტი განიხილეს, სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან 8, წარსულში ამერიკის დახმარების მიმღები ქვეყანა იყო. სამანტა პაუერი საუბრობს ჩინეთის მოქმედებების სტილზე და ამბობს, რომ პეკინი "ვალების ამომღებ" ქვეყნად იქცა.
სენატორები, ბენ კარდინი და ჯინ შაჰინი, "ქართული ოცნების" მიერ, ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ. სენატში გამართულ მოსმენაზე, USAID - ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა თქვა, რომ "უცხოეთის აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის"
აშშ-მა და საქართველომ, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 2009 წელს მოაწერეს. 15 წლის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის და რისკავს იმ სარგებელს, რაც ამ ურთიერთობით საქართველომ უნდა მიიღოს.
ვაშინგტონმა და თბილისმა, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას ხელი 15 წლის წინ მოაწერეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები კი ამბობენ, რომ ქართული ოცნების ნაბიჯები, ამ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის.
სახ. დეპარტამენტი, სენატორები, ანალიტიკოსები, "ქართული ოცნების" მიერ, "უცხოეთის აგენტის" კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, ევროკავშირი აცხადებს, რომ გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული.
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ხელმოწერიდან 15 წლის თავზე, "ქართული ოცნება", ამ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის და რისკის ქვეშ აყენებს. ამ ამ შეფასებას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივინის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი აკეთებს.
ნატო დაარსებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავს. რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნატოს საიუბილეო სამიტისგან, რომელიც ზაფხულში ვაშინგტონში გაიმართება? როგორ ხედავენ ამერიკელი ანალიტიკოსები ნატოს განვლილ გზას და მის მომავალს - "ამერიკის ხმის" ჩართვა, "ფორმულაზე".
„იზრდება სტრატეგიული კონკურენცია მთავარ ავტორიტარულ ძალებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და ღია საერთაშორისო სისტემის შესარყევად", - განაცხადა სენატში გამართულ მოსმენაზე ამერიკის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი და დაზვერვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლეონ პანეტა საქართველოსთვის რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრობს. "არა პუტინმა, არა სი ძინპინმა, არა ვინმე სხვამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ქვეყანა უნდათ მომავლისთვის", - ამბობს პანეტა.
„კითხვაც კი არ მიჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება“, - შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილი მდივანი და CIA-ის ყოფილი დირექტორი, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ორი წლის თავზე, ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდეს.
როგორ ხედავენ სამხედრო ანალიტიკოსები ომის მომავალს? ექსპერტები ბრძოლის ველზე ახლა არსებულ ვითარებას და მოვლენების სხვადასხვა შესაძლო სცენარით განვითარებას განიხილავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებისთვის აუცილებელ კომპონენტად, აშშ-ის დახმარება განიხილება.
მეტის ჩატვირთვა