ვაშინგტონელი ანდრეა დი ჰარისი, კერამიკაზე მუშაობის ქართული კულტურის შესასწავლად და მისი პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეწვევა. პროექტი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროგრამა „ფულბრაითის“ საშუალებით ხორციელდება.
ქართულ "მცურავ მონასტერს" ჰოლანდიის ქალაქ ვლისიგენის პორტის დატოვებას თხოვენ. ქალაქის მერია აცხადებს, რომ პორტში მონასტრის მოწყობა დაუშვებელია. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. გემზე აშენებულ სამლოცველოს, საქართველოს პატრიარქის პატივსაცემად, "Elia II" ჰქვია.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლო შეხვედრა, 6 დეკემბერს გაიმართა.
მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში მდებარე „ელიზაბეტის ქუჩის ბაღი“ მერიასა და მოსახლეობას შორის დავის საგანი გახდა. ათასობით მოხალისე ბაღის შესანარჩუნებლად უკვე შვიდი წელია იბრძვის. მერიამ მცირე ზომის პარკის სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად გასხვისება და მის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება გადაწყვიტა.
„ნიუ-იორკის მარგალიტი“ - ქართულ-ამერიკული მუსიკალური ფესტივალი ნიუ-იორკში უკვე მეოთხედ გაიმართა. ფესტივალის გამარჯვებულები, ევროპის სხვადასხვა ახალგაზრდულ მუსიკალურ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის მონაწილე ორი ქართველი მომღერალი კი, გრანპრის მფლობელი გახდა.
ნიუ-იორკში, მანჰეტენის აღმოსავლეთ სანაპიროზე, უკვე 25 წელია, რაც ლენინის ძეგლია აღმართული. თავდაპირველად, ძეგლი შენობაზე, სახელად "წითელი მოედანი" იყო აღმართული, შემდეგ კი ის სხვა შენობაზე გადაიტანეს.
საბჭოთა კავშირის შემქმნელმა, ლენინმა, თავშესაფარი ნიუ-იორკში იპოვა. ბედის ირონიაა, რომ მას აქ საკუთრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება იცავს.
ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე გახმაურებულმა ქართულენოვანმა, შვედურ-ფრანგულმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, „ნიუფესტზე“ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. ის შვედეთის სახელით, ოსკარზე მიემგზავრება. რა სირთულეები წარმოიქმნა ფილმზე მუშაობისას საქართველოში და როგორ ჩაიარა ფილმის ნიუ-იორკულმა პრემიერამ?
ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ნიუ-იორკის ლგბტქ კინო ფესტივალზეა წარდგენილი. ქართულ-შვედური ფილმის ჩვენება ნიუ-იორკში 26 ოქტომბერს გაიმართება.
თბილისისა და ლონდონის შემდეგ, „ბახის გაკვეთილები“ ნიუ-იორკში ჩამოვიდა. მანჰეტენზე, სოჰოში მდებარე ერთ-ერთმა გალერეამ, ქართველი მხატვრის, ლევან ლაღიძის გამოფენას უმასპინძლა. მხატვარი დამთვალიერებელს ხელოვნებაზე სასაუბროდაც შეხვდა.
ნიუ-იორკში მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: ბრუკლინში მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის კვირეული ყოველწლიურად გაიმართება. ამის შესახებ ბრუკლინის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, რამდენიმე ხნის წინ, დიანა ბაგრატიონის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
უჩინართა ხმა გაეროში - გაეროს გენერალური ასამბლეის ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვით საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ესმა გუმბერიძე გამოვიდა. მან რუსულ ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გამოწვევებზე ისაუბრა.
ნიუ-იორკში, გაეროს 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უესტ პოინტის სამხედრო აკადემიას ეწვია, სადაც რამდენიმე ქართველი კადეტი სწავლობს.
მეტის ჩატვირთვა