ირაკლი ზარქუა - "ევროკავშირის ელჩმა, ამ დემარშით, მორიგი შეცდომა დაუშვა".
კახა კალაძე - "ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირშია ფრენები რუსეთიდან რუსეთთან დაახლოვებასთან".
ერთ წელზე მეტია, "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველმა მის დაკავებაში პოლიტიკური მოტივააციის არსებობა დაადასტურა. 27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ აქციაზე საზოგადოება ზურაბიშვილისგან შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებდა.
1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ წყდებოდა. ამ საქმისთვის გასწირა თავი 15 ქართველმა ოფიცერმა, ვინც სამხედრო ცენტრი შექმნა და საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ კონსპირაციული ბრძოლა გააჩაღა. მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე განთავსებულ წარწერაში რუსეთი ნახსენები არაა.
ევროპის დღეების ფარგლებში, გამოფენაზე, რომელიც გორის ხელოვნების სახლში გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლის მიერ გადაღებული ფოტოები დაგხვდებათ. „დამკვირვებლის პერსპექტივა“ ასახავს ოკუპაციის ხაზის პერიმეტრსა და მის მიმდებარედ არსებულ ვითარებას.
სტალინისტები ფაშიზმზე გამარჯვებას მის მშობლიურ ქალაქ გორში აღნიშნავენ. შეკრების ადგილი სტალინის ქუჩაზე მდებარე სტალინის ბაღია. კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, ტოტალიტარიზმის ბელადის ქუჩა არ უნდა არსებობდეს, თუმცა კანონზე მაღლა, „გარკვეული მიზეზებია“, რომელთა შესახებ სიუჟეტიდან შეიტყობთ.
დასავლელი დონორების მხარდაჭერით, ოკუპაციის ხაზთან არაერთი, მათ შორის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი ხორციელდება. ერგნეთში, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან შეკრებილი ქალები ერთმანეთის გამოცდილებასაც გაეცნენ და წინაპარი ქალების პორტრეტების ამსახველი გამოფენაც დაათვალიერეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანი უკანასკნელ პერიოდში ცხელი ზონაა, სადაც ადამიანთა უკანონო დაკავებისა და ბორდერიზაციის შემთხვევები გახშირდა. 30 აპრილს რუსებმა ორი მოქალაქეს აღუკვეთეს თავისუფლება, 21 აპრილს კი დვანის სიახლოვეს, ჭვრინისთან მშვიდობიანი ცოლ-ქმარი სასტიკად სცემეს.
თაობა Z -ს თავისი სოციუმი და სასაუბრო ენა აქვს. როგორ ხედავენ ისინი სამყაროს, რას მიიჩნევენ განვითარებისთვის შემაფერხებელ ფაქტორებად და როგორ უმკლავდებიან დეზინფორმაციას - ამის შესახებ გორელი ახალგაზრდების ნაამბობიდან შეიტყობთ.
ნააღდგომევს, სოფლის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს. დიმიტრი მამაგულაშვილი ცხინვალის ციხეში მეოთხედ მოხვდა. მსოფელში ამბობენ, რომ გატაცებები ხშირია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს.
ახლა აქ ყურძენიც მოჰყავთ და ღვინოსაც წურავენ. კოტეჯები სახლებად იქცა, ეზოები მოლამაზდა და აყვავდა. დევნილები ახალ ცხოვრებას გაუმკლავდნენ, მაგრამ უცვლელად დარჩა ერთი - მშობლიურ მიწაზე დაბრუნების ოცნება.
აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი ბრიფინგები. "მთავარის" ვიდეო
„აშშ-სთვის ცხადია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრი არც მთავრობაში და არც ხელისუფლებაში არ არის. გარდა ამისა, აშშ-ს არც ერთი გზავნილი არ იქნა შესმენილი“,- გვეუბნება კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
"სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში,"- ელჩი დეგნანი.
ნაზი ჯანეზაშვილი იმ მოსამართლეების შესახებ გვიყვება, ვინც საქართველოდან გაიქცნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, კლანთან გარიგებას უნდა შეგუებოდნენ.
"მოსამართლეებს აუკრძალეს გადაადგილება აშშ-ში. ის ინფორმაცია, რაც აშშ-ს აქვს, სრულიად საკმარისია ამისთვის. როდესაც შალვა პაპუაშვილი ითხოვს მტკიცებულებებს, თუმცა მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ მოსამართლეების წინააღმდეგ მართლმსაჯულება არ განხორციელებულა და ისინი არიან დასანქცირებულები.
„მმართველი გუნდის აღქმა აბსოლუტურად არაადექვატურია. ისინი აგრძელებენ ანტიდასავლურ რიტორიკას. იმყოფებიან თავდაცვის რეჟიმში. მათ არ ესმით იმ გადაწყვეტილების სიმძიმე, რაც აშშ-მ მიიღო,"- გიგი გიგიაძე
"ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, თუ რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა,"- სალომე ზურაბიშვილი.
მეტის ჩატვირთვა