ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ჩინეთის ლიდერების ვირტუალური შეხვედრა და დადებითი მოლოდინები


ამერიკის პრეზიდენტი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი ერთმანეთს ვიდეო ზარით ესაუბრნენ. ვირტუალურ შეხვედრას ჩინური მხარე დადებითად აფასებს და ურთიერთობის გაუმჯობესების იმედებს გამოთქვამს. ამერიკა კი ნაკლებ ოპტიმიზმს გამოხატავს. ეს შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერს შორის თითქმის ერთწლიანი დაძაბულობის შემდეგ იმართება.

პირველი ოფიციალური შეხვედრის ფონზე მხარეებმა მტრული ლექსიკის გამოყენება შეწყვიტეს. ჩინეთის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს "ძველი მეგობარიც" უწოდა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ შეხვედრა გულწრფელი და კონსტრუქციული იყო.

"თუკი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები წარსულს ვერ დაუბრუნდება, მაშინ მომავლისკენ უნდა გავიხედოთ", - თქვა პირველმა დიპლომატმა და განმარტა, რომ შეხვედრამ დადებითი მოლოდინები გაზარდა.

თუმცა, ორივე მხარეს მტკიცე და მყარი პოზიცია აქვს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიდი ხანია დაძაბულობის მიზეზია. თორივე ქვეყანა დონალდ ტრამპის პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ეს ვიდეო კონფერენცია კი ბაიდენის მიერ ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ პირველი შეხვედრაა და ის სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG