ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში ქალების რაოდენობამ რეკორდულ ციფრს მიაღწია.
ინტერ-საპარლამენტო კავშირის მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნებში ქალები საპარლამენტო შემადგენლობების 22 პროცენტს წარმოადგენენ, ეს კი ადრინდელ მონაცემებზე ერთნახევარი პროცენტით მეტია.
ერთი შეხედვით, კვლევის გლობალური მაჩვენებელი თითქოსდა არც თუ ისე მასშტაბურია, თუმცა ინტერ-საპარლამენტო კავშირის განცხადებით, თუ პოლიტიკოსი ქალების რაოდენობა მსგავსი ტემპით გაიზრდება, 20 წლის შემდეგ მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებში ქალების და მამაკაცების რაოდენობა გათანაბრდება.
კავშირი აცხადებს, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობის მატება ახალმა საკანონმდებლო ზომებმაც განაპირობა, რომელსაც სახელმწიფოები იმ მიზნით ატარებენ, რომ დაწესებულმა კვოტებმა ქალებს პარლამენტში შესვლა გაუიოლოს.
189 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი პარლამენტარი ქალი რუანდას, ანდორას, კუბას, შვედეთსა და სამხრეთ აფრიკას ჰყავს. მიკრონეზია, პალაუ, ყატარი და ვანუატუ სიაში ყველაზე ბოლო ადგილზე მოექცა, რადგან ამ ქვეყნების პარლამენტების შემადგენლობას ძირითადად მამაკაცები წარმოადგენენ.
კანონმდებელი ქალების ყველაზე დიდი რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი გამოირჩევა. აქ ქალები ორივე პალატაში მანდატების 15 პროცენტს ფლობენ. გასულ წელს უმაღლესი მაჩვენებლები აჩვენა საუდის არაბეთის პარლამენტმაც, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წევრებად 30 ქალი აირჩიეს. 18 ქალია წარმოდგენილი იორდანიის პარლამენტშიც.
ინტერ-საპარლამენტო კავშირის გენერალური მდივნის ანდერს ჯონსონის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე პროგრესული წინსვლით აფრიკის ქვეყნები გამოირჩევა. სულ რაღაც 10 წლის წინ აფრიკის სახელმწიფოების პარლამენტებში ქალებს სკამების მხოლოდ 10 პროცენტი ეკავათ, ახლა კი ეს რაოდენობა 22 პროცენტამდე გაიზარდა.
„მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლები აფრიკის ქვეყნებმა აჩვენა. რუანდა მათ შორის გამორჩეულია, რადგან ქალებს პარლამენტში ადგილების 60 პროცენტი უკავიათ. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც პოლიტიკის მიმართ საჯარო დაინტერესება და ყურადღება დიდია. სწორედ მაშინ მატულობს მოტივაციაც და ქალები პოლიტიკაში საკუთარი თავს რეალურად ხედავენ. ეს ჩვენ ვნახეთ კენიაში, ტოგოსა და ზიმბაბვეში. ამ ქვეყნებში ქალებმა არაჩვეულებრივ შედეგებს მიაღწიეს.“
ვიდრე ევროპის ქვეყნების პარლამენტებში ქალთა რაოდენობა მატულობს, აზია -წყნარი ოკეანის ქვეყნებში ეს ტენდენცია ძალზე დაბალია. ახალი კვლევის თანახმად, ამ რეგიონის ქვეყნების პარლამენტებში ქალები მხოლოდ სამ პროცენტს წარმოადგენენ.
შიდა საპარლამენტო კავშირის გენდერული პროგრამის მენეჯერი კერინ ჯაბრე ამბობს, რომ ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტი არაეფექტურია, თუ მასში ქალები მცირე რაოდენობას წარმოადგენენ.
„სამი წლის წინ გამოვკითხეთ პარლამენტარი მამაკაცები, გვაინტერესებდა, რა შეცვალეს ქალებმა საკანონმდებლო ორგანოში მოსვლით. ყველამ ცალსახად აღნიშნა, რომ შეცვალეს განსახილველ საკითხთა პრიორიტეტები, თავად პარლამენტის პრიორიტეტები გადაახალისეს და რაც მთავარია, წინა პლანზე წამოწიეს გენდერული პრობლემები. ეს კი მხოლოდ ქალების პრობლემაა. საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ მამაკაცები რომ წარმოადგნედნენ, ოჯახური ძალადობის და ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობის საკითხები პარლამენტში განხილვის საგანი არასდროს გახდებოდა.“
ინტერ-საპარლამენტო კავშირის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქალები არაერთხელ გახდნენ პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლი. ძალზე ბევრ ქალზე განხორციელდა დევნის, მუქარის, ფიზიკური შეურაცხყოფის და აგრესიის აქტები, რაც მათი პოლიტიკიდან ჩამოშორების მცდელობას უკავშირდებოდა.