ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის სააღდგომო ტრადიცია - ჯო და ჯილ ბაიდენები სტუმრებს მასპინძლობენ


თეთრი სახლის სააღდგომო ტრადიციის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედმ მიწვეულ სტუმრებს მასპინძლობენ.

სააღდგომო ფერადი კვერცხების გაგორების წვეულება თეთრი სახლის აღმოსავლეთ მდელოზე გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ჯო და ჯილ ბაიდენებმა, რის შემდეგაც გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, კვერცხების სხვადასხვაფრად შეღებვა და ფერადი კვერცხების გაგორებაში შეჯიბრი.

ეს სააღდგომო ტრადიცია ამერიკაში 1800-იანი წლებიდან იღებს სტარტს. პირველად ის 1878 წელს პრეზიდენტ რუთერფორდ ჰაიესის დროს გაიმართა. მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ბავშვს, რომელიც აღდგომის მომდევნო დღეს თეთრ სახლში მივიდოდა, თეთრი სახლის ეზოში კვერცხების დამალვის თამაშში მონაწილეობის მიღება შეეძლებოდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც ბავშვებს თეთრი სახლის ეზოში თამაშის საშუალებას აძლევს.

1946, 1947 და1948 წლებში ტრადიცია პრეზიდენტმა ტრუმენმა შეაჩერა. სააღდგომო ტრადიცია უამინდობის გამო გაუქმდა 1959,1964, 1978 და 2001 წელსაც, 2020-2021 წლებში სტუმრებს თეთრ სახლში პანდემიის გამო არ უმასპინძლეს დონალდ ტრამპმა (2020) და ჯო ბაიდენმა (2021).

სტუმრების შერჩევა ლატარეით ხდება, რომლში გამარჯვებულ ბავშვებსაც თეთრ სახლში პრეზიდენტი და პირველი ლედი იწვევენ. სააღდგომო კვერცხების გორიალი თეთრ სახლში აღდგომიდან პირველივე ორშაბათს იმართება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG