ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დელეგაციას მიესალმება


„ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რათა გაღრმავდეს ურთიერთთანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგორესურსები, მეცნიერება, განათლება და კულტურა"

დღეს ვაშინგტონში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს დელეგაციის ჩამოსვლას დედაქალაქში და იმედს გამოთქვამს, რომ ვიზიტი პროდუქტიული იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებულ შტატებს და საქართველოს საერთო ღირებულები და ორმხრივი ინტერესები აკავშირებს. ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რათა გაღრმავდეს ურთიერთთანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგორესურსები, მეცნიერება, განათლება, კულტურა და უსაფრთხოება.

შეერთებული შტატები ყველა მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს ერთად გააგრძელონ კონსტრუქციული მუშაობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების დაწინაურებაში და მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს.

შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
XS
SM
MD
LG