ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ეკონომიკის ზრდა შენელდა


მომავალში ამერიკის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა ევროზონის ფინანსურმა კრიზისმა შეაჩეროს

აპრილში, მაისსა და ივნისში შეერთებული შტატების ეკონომიკის ნელი ზრდა დაფიქსირდა. ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით წლიური მაჩვენებელი 1,.5 პროცენტით არის გაზრდილი. ეს კი წლის პირველ ნახევართან შედარებით ტემპის შენელებას ნიშნავს.

მომავალში ამერიკის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა ევროზონის ფინანსურმა კრიზისმა შეაჩეროს, სადაც ამერიკულ საქონელზე მოთხოვნის შემცირება შეინიშნება. ეკონომისტები შიშობენ, რომ ამერიკულ ეკონომიკაში შესაძლოა არჩევნების მოახლოებამაც იმოქმედოს, როდესაც ინვესტორები თანხების დაბანდებისგან თავს შეიკავებენ.
XS
SM
MD
LG