ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება


ამერიკის ცენტრალური ბანკი კონკრეტული ზომების გატარებას არ გეგმავს

ამერიკის ცენტრალური ბანკი კონკრეტული ცვლილებების გატარებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკამ წლის პირველ ნახევარში განვითარება შეანელა.

ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, ფედერალური რეზერვის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, უახლოესი კვირეების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას დააკვირდნენ. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ბანკი გადაწყვეტს, რა მასტიმულირებელი ზომები გაატაროს სამომავლოდ.

ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, სასწრაფო ზომები გაატაროს. ბანკის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა ვითარდება, თუმცა უმუშევრობა ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.



XS
SM
MD
LG