ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთი შეერთებული შტატების მოკავშირეა


ვააშინგტონმა ავღანეთს უშიშროების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განსაკუთრებული პაკეტი შესთავაზა

ვაშინგტონმა ავღანეთი თავის უპირველეს მოკავშირედ გამოაცხადა, იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები.
შეერთებულმა შტატებმა ომის ქარცეცხლში გახვეულ ავღანეთს უშიშროების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განსაკუთრებული პაკეტი შესთავაზა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ამის შესახებ ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ქალბატონი კლინტონი დარწმუნებულია, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქნება ალ-ყაიდას ტერორისტების თავშესაფარი, რომლებიც ამერიკას დაემუქრებიან.

იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები და ამერიკის უმთავრეს მოკავშირეებად მიიჩნევიან, ქალბატონმა კლინტონმა, ავღანეთის გარდა, ეგვიპტე, ისრაელი, იაპონია და პაკისტანი დაასახელა.
ამასობაში, ავღანეთის უზურგანის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ფარას პროვინციაში კი გუბერნატორის რეზიდენციის დაბომბვის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG