ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი და გაერო სირიიის ქმედებებს გმობს


აშშ-მა და გაერომ დაგმო სირიის მიერ თურქეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა, რომლის დროსაც სულ ცოტა 5 ადამიანი დაიჭრა. ინციდენტის დროს დაიღუპა ლიბანის ტელევიზიის ოპერატორი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, ვაშინგტონს იმედი არ აქვს, რომ სირია შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და შეწყვიტავს ძალადობას. ამასთან აშშ-ის იმედს საერთაშორისო წარგზავნილზე კოფი ანანზე ამყარებს, რათა ამ უკანასკნელის ძალისხმევით სირიაში შეწყდეს სისხლისღვრა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG