ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ესპანეთის ერთიანობას უჭერს მხარს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ესპანეთის მთლიანობას უჭერს მხარს.

"კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია და შეერთებული შტატები მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ ზომებს, რათა ესპანეთის სიძლიერე და ერთობა უზრუნველყოს" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ჰედერ ნაუერტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს ესპანეთთან პარტნიორულ ურთიერთობას. "ესპანეთთან, ნატოში ჩვენს მოკავშირესთან, დიდი მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა გვაკავშირებს. ჩვენი ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ერთობლივი უსაფრთხოების და ეკონომიკური პრიორიტეტების დაწინაურებისთვის" - აცხადებს აშშ-ის საგარეო უწყება.

კატალონიის პარლამენტმა დღეს ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ესპანეთის სენატმა კი ხმა მისცა საგანგებო ზომების მიღებას. სენატის გადაწყვეტილება რეგიონის სეპარატისტული მმართველების გათავისუფლებას და კატალონიაზე მადრიდის კონტროლის დაწესებას აკანონებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG