ვაშინგტონი —
ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, შეერთებული შტატების ისტორიაში, ყველაზე ძვირადღირებული იყო. და რაზე დაიხარჯა ფულის უმეტესი წილი?
ყოველგვარი სახის სატელევიზიო რეკლამაზე.
ზოგიერთი რეკლამა, კანდიდატების ბიოგრაფიაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, ტომ კოტონი სენატისთვის:
„მან, ჰარვარდის დამთავრების შემდეგ, ბრწყინვალე კარიერაზე უარი თქვა და ჯარში მოხალისედ წავიდა.“
ზოგიერთი კი რელიგიურ რწმენაზე აკეთებს აქცენტს.
მარკ პრაიორი სენატისთვის:
„ბიბლია გვასწავლის, რომ ყველაფერზე პასუხის არავის ძალუძს, ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია.“
არც კონკურენტების წინააღმდეგ მიმართული სარეკლამო რგოლების ნაკლებობა შეიმჩნევა.
რესპუბლიკელ გუბერნატორთა ასოციაციის სარეკლამო რგოლი:
„შაჰინი იმ მოძალადე კრიმინალებს იცავდა, რომლებიც ქალებს სასტიკად ეპყრობოდნენ, და მათ გასათავისუფლებლად მუშაობდა.“
და კიდევ ბევრი სხვა რეკლამა, რომელთა აღწერა უბრალოდ შეუძლებელია.
როჯერ ვილიამსი კონგრესისთვის:
„იცით? მე ამ ხალხს გაუთავებლად ვესაუბრებოდი და მათ მოსმენა აქამდე არ სურთ. ეს დაუჯერებელია!“
ბევრად მეტი ფული დაიხარჯა, ვიდრე ოდესმე და ეს უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამოც მოხდა, რომელიც ამერიკელებს, მათთვის სასურველი კანდიდატებისთვის და პარტიებისთვის, მსხვილი შეწირულობების გაცემის უფლებებს უზრდის. შეილა კრუმჰოლცი, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის ცენტრიდან, ამბობს, რომ მეტი ფული კორუფციის მაღალ რისკსაც ნიშნავს.
„ჩვენ არ გვსურს ვინმეს ცენზურა დავუწესოთ, ავუკრძალოთ საკუთარი აზრების გამოხატვა და ფულის რაიმე მიმართულებით ხარჯვა. მეორეს მხრივ, თუ ბევრ ფულს ხარჯავ და ამ ფულის წყაროზე ხარ დამოკიდებული, ამან კორუფციული გავლენა შეიძლება იქონიოს.“
კონსერვატორები ამ ცვლილებებს მიესალმებიან. საკამპანიო შეწირულობებს ისინი სიტყვის თავისუფლების გაგრძელებად მიიჩნევენ.
დევიდ კიტინგი კონკურენტული პოლიტიკის ცენტრში მუშაობს.
„ადამიანებს უნდა შეეძლოთ დახარჯონ რამდენიც სურთ, შეერთებულ შტატებში სხვა ადამიანებს გაუზიარონ თავისი სათქმელი და მერე ამომრჩეველმა გადაწყვიტოს.“
კიტინგს სურს, რომ მთავრობა საკამპანიო შეწირულობების რეგულაციის საქმეში არ ჩაერიოს.
„ ის უფრო მეტი საშიშროების შემცველია, თუ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს იმის ნებას მივცემთ , რომ მათ გადაწყვიტონ, თუ მთავრობის შესახებ ხალხს რისი თქმის უფლება უნდა ჰქონდეს.“
კონგრესის წევრებს ამ საკითხის მიმართ განსხვავებული პოზიციები აქვთ. სენატის დემოკრატთა ლიდერის, ჰარი რიდი ამბობს:
„სენატის რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს , სიტყვის ყველაზე მეტი თავისუფლებაც მას უნდა ჰქონდეს.“
სენატის რესპუბლიკელთა ლიდერი მიტჩ მაკკონელი ამბობს:
„ამერიკის ამ მოქალაქეებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება აქვთ.“
მაგრამ რეფორმის მომხრე შეილა კრუმჰოლცი აფრთხილებს, რომ ახლანდელი სისტემა უმართავია.
„ვფიქრობ, რომ სანამ ღია და პატიოსანი დიალოგი არ გვექნება, რამე სკანდალი მოხდება, რაც ამ პრობლემის გადაჭრას გვაიძულებს.“
კონგრესის ამ წლის არჩევნებზე, მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაზე გაწეული საკამპანიო ხარჯები, სავარაუდოდ 2.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.