ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიოვას შტატში შიდა პარტიული არჩევნები დაიწყო


აიოვას შტატში შიდა პარტიული არჩევნები დაიწყო
აიოვას შტატში შიდა პარტიული არჩევნები დაიწყო

რესპუბლიკელი ამომრჩევლები დღეს აიოვას შტატში პრეზიდენტობის კანდიდატს უყრიან კენჭს, რომელიც ნოემბრის თვეში პრეზიდენტ ობამას ოპონენტობას გაუწევს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

აიოვა ამერიკის შტატია, სადაც შიდა პარტიული არჩევნები, ეგრეთ წოდებული, კოკუსი ქვეყნის მასშტაბით პირველად იმართება.

კოკუსის შედეგები დღეს, აიოვას დროით ღამის 10 საათისთვის იქნება ცნობილი. სავარაუდოდ, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი პირველ ადგილზე გავა. მას ტეხასის კონგრესმენი რონ პოლი მიჰყვება, ხოლო პენსილვანიის სენატორი რიკ სანტორუმი კი მესამე ადგილზე გავა.

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატები ერთმანეთს აკრიტიკებდნენ, ხოლო გუშინ და დღეს კი მათ პრეზიდენტი ბარაკ ობამასა და რესპუბლიკური პარტიის კრიტიკა დაიწყეს.

XS
SM
MD
LG