ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მექსიკაში


იმიგრაცია და ეკონომიკა - მექსიკის და აშშ-ის საერთო საზრუნავი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მექსიკას სტუმრობს საიდანაც ხვალ კოსტარიკაში ჩავა. ვიზიტის მიზანი ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაღრმავება და ამერიკაში საიმიგრაციო რეფორმის მხარდაჭერაა.
მეხიკოს ქუჩებში ბარაკ ობამას საპროტესტო დემონსტრაციებით ხვდებიან. მექსიკელები ამერიკის საზღვარზე დაწესებულ მკაცრ კონტროლს აპროტესტებენ. ხუთშაბათს მექსიკის პრეზიდენტთან ენრიკე პენა ნიეტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ ლეგალური იმიგრაცია ორივე ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერს და კონკურენტულს გახდის.
„ეს ნაწილობრივ ასიახება მექსიკაში ეკონომიკის პროგრესზე და ქვეყანას დიდ შესაძლებლობებს მისცემს. ვფიქრობ, ამ პროგრესმა ხელი უნდა შეუწყოს შეერთებულ შტატებში დებატებსაც და იმედი მაქვს, რომ, საბოლოდ ჩვენ მივიღებთ შთამბეჭდავ საიმიგრაციო რეფიორმას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
მისი თქმით, მოლაპარაკების დროს დიდი ყურადღება სწორედ საიმიგრაციო რეფორმას და საზღვრის უსაფრთხოებას დაეთმობა, რაც ასევე გამიზნულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
„მექსიკასთან ერთად ჩვენ ყურაღებას ვამახვილებთ ბიზნესების და მუშახელის კავშირების გაზრდაზე, ინოვაციების ხელშეწყობაზე, რითაც ჩვენს ეკონომიკებს უფრო კონკურენტულს გავხდით. დასასრულს, ასევე განვამტკიცეთ ჩვენი მიზნები წყნარი ოკეანის რეგიონში ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ. ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაციის გზაზე, რაც ხელს შეუწყობს ბაზრების ზრდას მსოფლიოში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ჩათვლით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
თავსი მხრივ, მექსიკის ლიდერმა პენა ნიეტომ ამერიკა-მექსიკას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაღიარებთ იმ უსაფრთხოებას, რაც შეერთებულმა შტატებმა შეუქმნა მექსიკის მთავრობას და ახალი უსაფრთხოების სტრატეგია ნათელი მიზანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც იბრძვის ორგანიზებული დანაშაულის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, ნარკოტრეფიკის, ადამიანთა გატაცებების და გამოძალვების ჩათვლით. ჩვენ არ ვაპირებთ ამ პასუხისმგებლობაზე უარის თქმას,“ - განაცხადა პენა ნიეტომ.
მექისკის და ამერიკის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთად გააგრძელებენ ბრძოლას ჩრდილოეთ ამერიკაში ნარკოტიკების მოხმარების შემცირების მიზნით.
XS
SM
MD
LG