ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი სავარაუდო მოსყიდვის საქმეზე გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ, კონკრეტული პირების შეწყალებას.
დოკუმენტი, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა და რომელიც კოლუმბიის ოლქიც უფროსმა მოსამართლემ გამოსცა, რედაქტირებულია და ყველა მონაწილე პირის სახელი და გვარი შავადაა გადახაზული.
დოკუმენტის მიხედვით, ფედერალური პროკურორები ითხოვენ მიიღონ წვდომა იმ ელექტორნულ ხელსაწყოებზე, რომელსაც მთავრობა აგვისტოს ბოლოს იყენებდა.
პროკურორების თქმით, ისინი ეძებენ მტკიცებულებას კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებმაც, სავარაუდოდ, „ იმოქმედეს, როგორც ლობისტებმა თეთრი სახლის მაღალ პოზიციაზე მყოფებთან... რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოხდება [პატიმრის] შეწყალება, ან სასჯელის შემსუბუქება“ იმ ადამიანისთვის, ვისი სახელიც, ასევე არ იკითხება და შავადაა გადახაზული დოკუმენტში.
რა შემთხვევაში შევა ბაიდენი თეთრ სახლში - დონალდ ტრამპი ახალ განცხადებას აქვეყნებს
დოკუმენტში, ასევე საუბარია „მოსყიდვასთან დაკავშირებულ კონსპირაციულ სქემაზე“, სადაც შეთავაზებულია „მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტრიბუცია, ადამიანის შეწყალების, ან სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროკურორებს მიეცათ მოწყობილობებზე წვდომის ნებართვა, რათა მასალა გამოიყენონ გამოძიებისთვის საჭირო ნებისმიერი მიმართულებით. ამასთან, დღემდე არგავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმეს ბრალი დასდეს გამოძიებასთან დაკავშირებულ დანაშაულში
თეთრმა სახლმა უარი თქვა „ამერიკის ხმის“ თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინათ ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენიმე საათის შემდეგ კი პრეზიდენტმა ტრამპა ტვიტერზე დაწერა: „შეწყალების შესახებ გამოძიება არის ყალბი ინფორმაცია!“
ტრამპმა ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებულ შეწყალებას და სასჯელის შემსუბუქების დოკუმენტს მოაწერა ხელი. გასულ კვირას, მან შეიწყალა მაიკლ ფლინი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.ივლისში კი ტრამპმა სასჯელი შეუმსუბუქა თავის მრჩეველს, როჯერ სტოუნს.
Facebook Forum