პენტაგონის განცხადებით სირიაში ამერიკული დრონის თავდასხმის შედეგად, „ისლამური სახელმწიფო“-ს ტუნისელი მაღალი რანგის მებრძოლი იქნა მოკლული. თარიქ ბინ თაჰარ ალ-ავნი ალ-ჰარზი „ისლამური სახელმწიფო“-სთვის თანხის შეგროვებას ეხმარებოდა, უცხოელი მებრძოლების მიზიდვას ზედამხედველობდა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მას „თვითმკვლელი ამფეთქებლების ემირი“ შეარქვა.
პენტაგონის პრეს მდივანმა, კაპიტანმა ჯეფ დეივისმა თქვა, რომ ალ-ჰარზი 16 ივნისს შადადში ამერიკული დრონის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. დეივისმა განაცხადა, რომ ალ-ჰარზის სიკვდილი „ისლამური სახელმწიფო“-ს შესაძლებლობებს, მეტი უცხოელი მებრძოლი შეიყვანოს და გამოიყვანოს რეგიონში, ზიანს მიაყენებს.
ალ-ჰარზი ტერორისტთა სიაში გასული წლის შემოდგომაზე შეიყვანეს.