ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მშენებლობის ბუმია


ამერიკაში უძრავ ქონებაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა


შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების ბაზრის კრიზისის შემდეგ ამერიკელები ისევ მზად არიან სახლები შეიძინონ. გასულ წელთან შედარებით სახლების ყიდვის პროცესი 7 %-ით გაიზარდა, უძრავ ქონებაზე ყადაღა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა, ამასთან შემცირდა გასაყიდი სახლების რაოდენობაც.

იუ-ეს-ბის უსაფრთხოების ეკონომისტი სემ კოფინი კომენტარს აკეთებს.

სემ კოფინი: გაყიდული სახლების რაოდენობა ისევ იზრდება. ყოველი შემთხვევისთვის, უძრავი ქონების აგენტები ამბობენ რომ, უკვე შეიქმნა დეფიციტი რადგან გასაყიდ სახლებზე მოთხოვნილება გაზრდილია.

არსებული დეფიციტი სახლებზე ფასების გაზრდას იწვევს. და ეს მშენებლებს მეტ იმპულსს აძლევს - ამბობს ამერიკის გენერალური კონტრაქტორების ასოციაციის თავმჯდომარე კენ სიმენსონი.

კენ სიმენსონი: თუ განვიხილავთ ფართო სამშენებლო ინდუსტრიას, ჩანს რომ ბინების მშენებლობის ბუმია, როგორც ჩვეულებრივი საოჯახო სახლების, ისე არა-საცხოვრებელი კატეგორიის ფართების მშენებლობა.

განახლებული ოპტიმიზმი და ბაზარზე გაზრდილი ფასები შესაძლოა ამერიკის ეკონომიკის ნელ გაჯანსაღებას წაადგეს. ფონდის მენეჯერი ბრედ ფრიდლენერი ამბობს რომ, შეიძლება ეს იყოს იმის მიზეზიც, რომ აპრილის თვეში სამომხმარებლო ნდობის მკვეთრი გაუმჯობესება მოხდა.

ბრედ ფრიდლენერი: გასულ წლებთან შედარებით მსესხებლების მდგომარეობა და მომხმარებლის ხარჯვითი ბალანსი ბევრად გაუმჯობესდა. როგორც ჩანს წინსვლა იწყება.

უძრავი ქონების ბიზნესის გაუმჯობესების მიუხედავად, ეკონომისტები ამბობენ რომ, მოცემულ მომენტში შეერთებულ შტატებში არსებულ უმუშევრობის პრობლემაზე ეს დიდ გავლენას მაინც არ იქონიებს. ახალი მონაცემები ამის შესახებ დღეს უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა არის ინფორმაცია, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 7.6 % არც 2013-ს შეიცვლება.
XS
SM
MD
LG