სენატის პირადი საკუთრების დაცვის ქვეკომიტეტში, შეერთებული სტატების მთავარ პროკურორს ერიკ ჰოლდერს დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. კითხვები შეეხებოდა ბრიტანული გამომცემლობის გარდიანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ სატელეფონო ლაპარაკების შესახებ ინფრომაციის შეგროვებას. საქმე ამერიკული სატელეფონო კომპანიის ვერაიზონის ათობით მილიონ მომხმარებელს ეხება, რომლებიც იყენებენ არამარტო ამ კომპანიის მობილურ ტელეფონებს, არამედ საშინაო ტელეფონებსაც.
ჰოლდერის განცხადებით, კანონდებლებს მიეწოდათ სადაზვერვო სამსახურის მიერ ინფორმაციის მოპოვების ოპერაციის დეტალები, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ საუბრისგან მან თავი შეიკავა.
ჰოლდერის განცხადებით, კანონდებლებს მიეწოდათ სადაზვერვო სამსახურის მიერ ინფორმაციის მოპოვების ოპერაციის დეტალები, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ საუბრისგან მან თავი შეიკავა.