ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მხარდამჭერების მოპოვებას ცდილობს


რესპუბლიკელი კონგრესმენების განცხადებით, ფისკალური პრობლემის გადაჭრის მიმართულებით პროგრესი ჯერ არ შეიმჩნევა

მოსალოდნელი ფისკალური კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს. ამისათვის ის რამდენიმე შტატში წინასაარჩევნო სტილის ტურს აწყობს.

პრეზიდენტმა პენსილვანიის შტატში სათამაშოების ქარხანა მოინახულა, სადაც საშუალო კლასის ამერიკელებს და ბიზნესმენებს რესპუბლიკელ კანონმდებლებზე ზეწოლის გაძლიერებიკენ მოუწოდა, რათა მათ ობამას საგადასახადო რეფორმას დაუჭირონ მხარი.

პრეზიდენტი ობამა ცდილობს მხარდაჭერა მოიპოვოს სტრატეგიისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას თავიდან აიცილოს საბიუჯეტო დანახარჯების ავტომატური შეკვეცა და გადასახადების გაზრდა, რომელიც ძალაში პირველ იანვარს შევა.
XS
SM
MD
LG