ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო საქართველოში სასამართლო პროცესებს დაესწრო


საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება თბილისში
საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება თბილისში

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები იმ სასამართლო პროცესებს დაესწრნენ, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეებს განიხილავდნენ. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო ამბობს, რომ მოქალაქეების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის ქვეყანაში სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას.

საელჩოს ვებგვერდზე განცხადება 17 იანვარს გამოქვეყნდა სათაურით: "საქართველოში სასამართლო პროცესებზე დასწრების შესახებ".

„აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG