ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ეკონომიკის მაჩვენებლები უმჯობესდება


შეერთებული შტატების ეკონომიკას აგვისტოში 173 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეემატა. უმუშევრობა კი ბოლო 7.5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

უმუშევრობის მაჩვენებელი ამერიკაში ბოლო 7.5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აგვისტოში უმუშევრობამ შეერთებულ შტატებში წინა თვესთან შედარებით ორი მეათედით იკლო და 5.1 პროცენტი შეადგინა.

შრომის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, ამერიკის ეკონომიკას ბოლო თვეში 173 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეემატა. მაჩვენებელი მაინც უფრო დაბალია, ვიდრე ამას ეკონომისტთა პროგნოზების მიხედვით ელოდნენ. მატება ძირითადად ჯანდაცვის სფეროში და ფინანსურ სექტორში მოხდა. კლება კი საწარმოებში და მაღაროებზე მოხდა.

XS
SM
MD
LG