შეერთებულ შტატებში ბოლო მონაცემებით, საცალო გაყიდვები შემცირდა, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორე ვარდნაა. სავაჭრო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტში გაყიდვებმა ოთხი მეათედი პროცენტით დაიკლო. ეკონომისტების თქმით, ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, რადგანაც ამერიკის ეკონომიკას მომხმარებლის მოთხოვნა განსაზღვრავს. გაყიდვებიოს ვარდნის მიზეზად, ეკონომისტები გადასახადების გაზრდას ასახელებენ, რამაც მომხმარებლის შემოსავალზე უარყოფითად იმოქმედა. საცალო გაყიდვების პარალელულრად, საბითუმო ვაჭრობაც ექვსი მეათედი პროცენტით შემცირდა.
საცალო გაყიდვებმა ოთხი მეათედი პროცენტით დაიკლო